უნდა დაველოდოთ რამდენიმე დღე კონსულტაციებს - თორნიკე რიჟვაძე მთავრობის ფორმირებაზე 

21 დეკემბერი 2020, 16:32 1165 ნახვა

რამდენიმე დღეში, აჭარის უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად უნდა გადაეგზავნოს მთავრობის ახალი შემადგენლობა.

ჟურნალისტის კითხვაზე იქნებიან თუ არა გუნდში ახალი სახეები? - თორნიკე რიჟვაძე პასუხობს, რომ რამდენიმე დღე კონსულტაციების დასრულებას უნდა დაელოდონ. 

,,რაც შეეხება გუნდის შემადგენლობას, რამდენიმე თვის წინ შეიძლება ითქვას ''გადახალისდა''.  უფრო დაწვრილებით რამდენიმე დღეში გეტყვით. როგორც წარმომადგენლობით ორგანოში, ასე მთავრობის სხვადასხვა სტრუქტურებში მუდმივად მიმდინარეობს  კადრების შემოდინება, მათ შორის მათი დაწინაურებაც, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ახლა მთავარი გამოწვევაა პანდემიის პირობებში იყოს მაქსიმალური სტაბილურობა, როგორც გუნდში და ასევე ქვეყანაში'' - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში