პიერ კარდენი გარდაიცვალა

29 დეკემბერი 2020, 17:38 1008 ნახვა

ლეგენდარული ფრანგი დიზაინერი პიერ კარდენი 98 წლის ასაკში საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

პიერ კარდენმა თავისი მოდის სახლი 1950 წელს დაარსა. ის ცნობილი იყო მისი ავანგარდული სტილით, უპირატესობას ანიჭებდა გეომეტრიულ ფორმებსა და მოტივებს. პიერ კარდენის ბიზნესი მსოფლიოს 110 ქვეყანაშია წარმოდგენილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში