ტატო გრიგალაშვილი დოჰას მასტერსის გამარჯვებულია

12 იანვარი 2021, 20:16 1718 ნახვა

ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე ძიუდოს მასტერსის მეორე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი ძიუდოისტი გავიდა. საქართველოს ნაკრების წარმომადგენელმა ტატო გრიგალაშვილმა 81 კილოგრამში ოქროს მედალი მოიპოვა.

73კგ.წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილი პირველივე ბრძოლაში ისრაელის წარმომადგენელ ტოჰარ ბუტბულთან დამატებით დროში დამარცხდა. 81კგ-ში ლუკა მაისურაძემაც პირველივე დათმო. მაისურაძემ 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონ საიდ მოლაისთან წააგო.

ასევე 81კგ. წონით კატეგორიაში შესანიშნავი ბრძოლები გამართა ტატო გრიგალაშვილმა. მან ფინალამდე უნგრელ ატილა უნგვარს, იტალიელ ანტონიო ესპოზიტოს, რუსს ალან ხუბეცოვს და სამხრეთ კორეელ სინჰო ლიის აჯობა. ტატომ ნახევარფინალში სამხრეთ კორეელს ჯერ ვაზარი აუღო, ხოლო ბოლო წამზე იპონით გაიმარჯვა.

ფინალში კი ქართველი ნიდერლანდელ ფრანკ დე ვიტს დაუპირისპირდა. ტატომ მეტოქეს ჯერ ვაზარი აუღო, ხოლო ბრძოლის დასრულებამდე 21 წამით ადრე იპონიც აიღო და ორთაბრძოლა ჩემპიონის რანგში დაასრულა.

საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ამ დროისთვის 2 მედალია. ერთი ოქროს და ერთი ბრინჯაოს, რომელიც ვაჟა მარგველაშვილმა მოიპოვა.

ხვალ, მასტერსის ბოლო დღეს კიდევ 6 ქართველი იასპარეზებს. 90 კგ. წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილი და ლაშა ბექაური. 100კგ. კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანი, ხოლო +100კგ. ერთბაშად სამი ქართველი გურამ თუშიშვილი, ლევან მატიაშვილი, გელა ზაალიშვილი იაპარეზებს.

წინასწარი შეხვედრები 11 საათზე, ხოლო ფინალური ბლოკი 18:00 საათზე დაწყება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი