აჭარის მაღალმთიანეთში გადაუღებლად თოვს

19 იანვარი 2021, 11:40 197 ნახვა

60 სმ გადააჭარბა  თოვლის  საფარმა მაღალმთიან აჭარაში. აჭარის საგზაო დეპარტამენტის   ინფორმაციით ინტენსიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები და მაღალი გამავლობის ტრანსპორტისთვის მოძრაობა შეზღუდული არ არის. რაც შეეხება ენერგომომარაგებას,  კომპანია ენერგოპროჯორჯიას ინფორმაციით, შუქი ყველა აბონენტს მიეწოდება შეუზღუდავად. რაც შეეხება ხულო გოდერძის ცენტრალურ გზას,  გადაადგილება  მაღალი გამავლობის ტრანსპორტითვის ნებადართულია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში