ინტენსიური თოვის შემთხვევაში, თუ საჭირო გახდა სპეციალური შტაბი შეიქმნება - ქობულეთის მერი 

19 იანვარი 2021, 16:06 275 ნახვა

თოვლმა ქობულეთის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელ გზაზე ავტომობილი მოცურდა და გზიდან გადავარდა, ჩაქვში კი მეწყრული პროცესები განვითარდა.

ქობულეთის მერის მირიან ქათამაძის თქმით, მობილიზებულია ტექნიკა და ყველა მიმართულებით მიმდინარეობს სამუშაო. 

''მჭიდრო კომუნიკაციაში ვართ აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტთან. ამ დროისთვის  გამოკვეთილი იყო ორი პრობლემური მიმართულება გზებზე გადაადგილების კუთხით. სოფელ ჩაქვისთავში, მიმდინარეობს თოვლის საფარისგან საავტომობილო გზის გაწმენდა, ასევე ერთი ერთეული ტექნიკა მუშაობს ქაქუთის ადმინისტრაციულ ერთეულში, კონკრეტულად, ნაცხავატევი-გოგმაჩაურის მიმართულებით.

მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 20-30 სანტიმეტრს აღწევს. ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით შეფერხება იყო გვარა-ხალას ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც დაახლოებით 30 აბონენტს არ მიეწოდებოდა შუქი, თუმცა პრობლემა აღმოფხვრილია. საჭიროების შემთხვევაში გამოყენებული იქნება, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არსებული მძიმე ტექნიკა.

სტიქიის კუთხით მუნიციპალიტეტში რთული ვითარება არ არის, თუმცა თუ საჭირო გახდა აუცილებლად შეიქმნება სპეციალური შტაბიც'' - აცხადებს მირიან ქათამაძე. 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში