სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვიტელება-პროკურატურის განცხადება

22 იანვარი 2021, 11:45 724 ნახვა

“რუსეთმა აგვისტოს ომის დროს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია. გენერალურ პროკურატურაში  გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე - საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი გენოციდის, მაროდიორობის და შეიარაღებული  კონფლიქტის დროს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების განზრახ დარღვევის ფაქტზე  მიმდინარეობს – საქართველოს პროკურატურა 2008  წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკაშირებით განცხადებას ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გენერალურ პროკურატურაში ჩატარდა ფართომასშტაბიანი გამოძიება. დათვალიერდა შემთხვევის ადგილები, გამოიკითხა ათასობით მოწმე, მათ შორის ისინი, რომლებიც თავიანთ სოფლებში საომარ მოქმედებებს ადევნებდნენ თვალს.პროკურატურის განცხადებით, მათგან მიღებული ინფორმაციით  დადგინდა, რომ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები და ოსური უკანონო შეიარაღებული ფორმირებები  სამაჩაბლოს სოფლებზე მოქმედებდნენ ფართომასშტაბიანი თავდასხმების წინასწარ შეთანხმებული გეგმით, რომლის საბოლოო მიზანს წარმოადგენდა ამ ტერიტორიის ეთნიკურად ქართველი მოსახლეობისგან გაწმენდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში