პირველი თებერვლიდან რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვები იხსნება

22 იანვარი 2021, 13:54 1368 ნახვა

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, პირველი თებერვლიდან რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვები იხსნება. 

''ვიწყებთ იმითი, რომ ფრენები აღდგება. ეს არ ნიშნავს, რომ ორი თებერვლიდან ჩვენი ცა აივსება  ავიახომალდებით. ამას თავისი გარკვეული პერიოდი სჭირდება, რომ კომპანიებმა გათვალონ როგორ და რა სიხშირით უღირთ რეისების შესრულება.

პირველი თებერვლიდან ჩვენ მივიჩნიეთ შესაძლებლად, რომ გავაუქმოთ რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა, ანუ დავუშვათ რეგულარული ფრენები. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა ავიაკომპანია, ვინც დღემდე მოქმედებდა და მოქმედებს საქართველოში ან თუნდაც ახალი ავიაკომპანიები, ვინც საქართველოში შემოსვლის სურვილს გამოთქვამენ, შეძლებენ რეგულარული ფრენების დაგეგმვას და შესრულებას გარკვეული სიხშირეებით, მაგრამ ეს ნოტამი ე.წ. შეზღუდვა აღარ იმოქმედებს. რა თქმა უნდა, ეს მოხდება ყველა სამედიცინო პროტოკოლის და უსაფრთხოების წესების დაცვით", - განაცხადა თურნავამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში