საქართველოს პრეზიდენტის და ნატოს გენერალური მდივნის შეხვედრა

22 იანვარი 2021, 18:08 1210 ნახვა

„სტრასბურგის გადაწყვეტილება მხოლოდ აძლიერებს მოწოდებას რუსეთის მიმართ - "შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართალს და პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“ - ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ  პრესკონფერენციაზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას შეეხო.

იენს სტონტელბერგის განცხადებით, განიხილეს პროგრესი, რომელსაც საქართველო ახორციელებს რეფორმების სფეროში, რაც ქვეყანას აახლოვებს ნატო-ს წევრობასთან.  

სიტყვით გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო აფასებს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ პარტნიორებისა და ნატო-ს გენერალური მდივნის მხარდაჭერას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში