ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

26 იანვარი 2021, 11:53 768 ნახვა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია დღეს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების საკითხებზე მსჯელობას დაეთმობა. 

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები რუსეთის წინააღმდეგ მოგებულ დავაზე და მისთვის დაწესებულ ვალდებულებებთან დაკავშირებით ევროპელ კოლეგებთან იმსჯელებენ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე განმარტავს, რომ სესიაზე ამ მიმართულებით ევროპელი კანონმდებლების მხრიდან საქართველოს დელეგაციის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში