დაკავება ყაჩაღობის ბრალდებით

28 იანვარი 2021, 11:41 1385 ნახვა

სამართალდამცველებმა ყაჩაღობის საქმეზე ორი ადამიანი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისინი სუპერმარკეტში  კონსულტანტს ცივი იარაღით დაემუქრნენ, ხოლო ერთ-ერთმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. სამინისტროს განცხადებით, ბრალდებულებმა 162 ლარის ღირებულების სიგარეტი გაიტაცეს და მიიმალნენ. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი