ქობულეთის სკოლაში მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა

18 თებერვალი 2021, 15:36 1530 ნახვა

კორონავირუსი ქობულეთის მესამე საჯარო სკოლის  სპორტის მასწავლებელს დაუდასტურდა. თუმცა სასწავლო პროცესი  არ შეფერხებულა. როგორც განათლების, ასევე ჯანდაცვის სამინისტროში განგვიმარტეს, კამერების საშუალებით გადაამოწმეს  და დაადასტურეს, რომ  პედაგოგი  უსაფრთხოების ყველა წესს იცავდა და სპორტის გაკვეთილების შეცვლილი ფორმატიდან გამომდინარე მხოლოდ თეორიულად ტარდებოდა. შესაბამისად მოსწავლეების იზოლაციაში გადაყვანა საჭირო არ გამხდარა.  სკოლებში სასწავლო პროცესის დაწყებიდან  ვირუსით ინფიცირების  10 შემთხვევაა გამოვლენილი ,მათგან 3 მასწავლებელი და 7 მოსწავლეა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში