რაგბის პრეზიდენტის მწვავე არჩევნები გრძელდება

24 თებერვალი 2021, 20:03 1067 ნახვა

რაგბის კავშირი ისევ პრეზიდენტის გარეშეა. დღეს, რამდენჯერმე დაწყებული რეგისტრაცია კვორუმის არარსებობით დასრულდა. ადგილზე იყო ირაკლი აბუსერიძე, რომელიც 30 დეკემბრის არჩევნებით რაგბის კავშირის პრეზიდენტია,თუმცა მისი არჩევის გადაწყვეტილება საჯარო რეესტრმა კანონთან შეუსაბამობის არგუმენტით არ გააფორმა.

ამიტომ დღის წესრიგში ხელახალი არჩევნები დადგა, რომლის კანდიდატი მხოლოდ სოსო ტყემალაძე იყო.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში