გახსნისთვის მზადება - გოდერძის კურორტზე

26 თებერვალი 2021, 20:05 1035 ნახვა

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ზამთრის კურორტებზე მდებარე სასტუმროებმა, ვიზიტორები მიიღეს. მართალია პანდემიის შედეგად მიყენებული ზარალი 1 თვეში სრულად ვერ აუნაზღაურდებათ, თუმცა ასევე საუბრობენ გაზაფხული-ზაფხულის სეზონის პერსპექტივებზე,რადგან მთას ვიზიტორი თითქმის წლის ნებისმიერ დროს სტუმრობს.

მათ შორისაა აჭარის მაღალმთიანეთში, მდებარე გოდერძი, რომელიც შთამბეჭდავი ბუნებით, სუფთა ჰაერით, ულამაზესი პეიზაჟებითა და კარგად აღჭურვილი სათხილამურო გზებით არის გამორჩეული.

საოჯახო სასტუმროებთან ერთად დამსვენებელს გოდერძზე სპა, საცურაო აუზი, ღამის კლუბები და მოსასვენებელი სივრცეები დახვდებათ.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში