ეროვნული ლიგა დაიწყო

27 თებერვალი 2021, 18:00 248 ნახვა

დღეს ფეხბურთში ეროვნული ლიგა დაიწყო. პირველი ტურის პირველ შეხვედრაში  „დინამო  არეზე’’  საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ,,დინამო თბილისი’’ ამ წუთებში  ეროვნულ ლიგაში ახლად აღზევებულ წყალტუბოს ,,სამგურალს’’ უპირისპირდება.

20:00 - ზე კი საქართველოს ვიცე ჩემპიონი ‘’დინამო’’ ბათუმი ქუთაისში ადგილობრივ ‘’ტორპედოს’’ დაუპირისპირდება.  ამ მატჩს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ რის გამოც საინფორმაციო გამოშვება მთავარი 20 საათზე ეთერში არ გავა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში