ართვინში 60 სახლი დაიწვა

18 მარტი 2021, 13:00 1271 ნახვა

თურქეთის ართვინის პროვინციის იუსუფელის რაიონის სოფელ დერეიჩში ძლიერი ხანძრის შედეგად  60 სახლი და 30 ბეღელი  დაიწვა. ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე არ შექმნია, მაგრამ ხანძარმა  მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი  იმსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი თავდაპირველად  ხის სახლში გაჩნდა, მიზეზი ჯერ უცნობია. ძლიერი ქარის ზემოქმედებით  ცეცხლი მალე გავრცელდა  მეზობელ სახლებზეც.  შედეგად სოფლის ერთი უბანი მთლიანად გადაიწვა. ცეცხლს მთელი ღამე ებრძოდნენ მეხანძრეები და მისი ჩაქრობა გამთენიისას შეძლეს. ახლა სოფელში ხანძრისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან. მოქალაქეები, რომლებიც დამწვარ სახლებში დაბრუნდნენ,  გადარჩენილ ნივთებს ეძებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში