სეზონური დასაქმება თურქეთში წელს რთულია

02 აპრილი 2021, 20:09 7261 ნახვა

საქართველოს მოქალაქეები თურქეთში სეზონურ სამუშაოებზე წლების განმავლობაში დადიან. პანდემიის გამო დასაქმებისთვის ოფიციალური ნებართვა გახდა  საჭირო. მეზობელ თურქეთში დასაქმების სურვილი ბოლო 8 თვეში ყველაზე მეტმა ადამიანმა აჭარის რეგიონიდან გამოთქვა. დასაქმების მსურველთა საშუალო ასაკი 31-40 წელია, თუმცა არიან უფრო ახალგაზრდებიც. 

გერმანიაში დროებით ლეგალურ დასაქმებაზე 97 682 ადამიანია დარეგისტრირებული, გერმანული მხარიდან კი 515-მდე ვაკანსიაა გამოცხადებული. სეზონური სამუშაოები გერმანიაში აპრილიდან იწყება.

გარდა ამისა, მიმდინარე წლის 5 მარტს, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და გერმანიის შრომის ფედერალურ სააგენტოს შორის საქართველოდან დასაქმებული სეზონური მუშაკების რაოდენობის 5000 ერთეულამდე გაზრდაზე დამატებითი შეთანხმებაც გაფორმდა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში