ბათუმში კომენდანტის საათის დროს ავარია მოხდა - დაზიანდა სამი ავტომობილი

07 აპრილი 2021, 21:40 9509 ნახვა

ბათუმში, ლერმონტოვის და კომახიძის ქუჩების კვეთაში კომენდატის საათის დროს ავარია მოხდა.

ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შეჯახების შედეგად ერთ-ერთი ავტომობილი მოცურდა, რასაც მესამე ავტომობილის დაზიანება მოჰყვა.

შემთხვევის ადგილას მობილიზებულია სასწრაფო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში