მუსლიმურ სამყაროში დღეიდან რამადანი იწყება

13 აპრილი 2021, 10:19 858 ნახვა

მუსლიმურ სამყაროში დღეიდან რამადანის თვე იწყება. ერთი თვის განმავლობაში მუსლიმები მარხვას ინახავენ. რამადანისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარე ქველმოქმედებაა.

მუსლიმებს რამადანის დაწყება მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

"საქართველოს ყველა მუსლიმ მოქალაქეს გულითადად გილოცავთ რამადანის თვის დადგომას და მის ღირსეულად, რწმენითა და მოთმინებით დასრულებას გისურვებთ.

მე ძალიან ვაფასებ თქვენს უდიდეს წვლილს ჩვენი საერთო სამშობლოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მისი მომავლის შენებაში. თქვენი თვითმყოფადი კულტურა და ტრადიციები ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე, მისი მრავალფეროვნების განუყოფელი ნაწილია.

ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და მშვიდობას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს"- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში