"ვიზეარი" საქართველოში ფრენებს 18 აპრილიდან განაახლებს

13 აპრილი 2021, 20:58 371 ნახვა

"ვიზეარი" 18 აპრილს ქუთაისიდან ვარშავისა და ვილნიუსის მიმართულებით რეგულარული რეისების განახლებას დაიწყებს. მაისიდან კი ფრენებს რიგისა და დორტმუნდის მიმართულებითაც დაიწყებს. თავდაპირველად რეისები კვირაში ერთი სიხშირით შესრულდება. ივნისიდან "ვიზეარი" ფრენებს ევროპის კიდევ 13 მიმართულებით განაახლებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ ერთი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია შემოდის. მიმდინარე წლის მაისიდან ყაზახური ავიაგადამზიდავი "ფლაიარისტანი“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას იწყებს. აქტაუ, ატირაუ და ნურ-სულთანი - ეს ის სამი ახალი მიმართულებაა, საიდანაც განხორციელდება რეგულარული ფრენები ქუთაისის აეროპორტში.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გურამ გურამიშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია,  როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში არსებული გლობალური გამოწვევების ფონზე, ჩვენს ქვეყანაში შემოდის კიდევ ერთი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია, რომელიც შეასრულებს რეგულარულ რეისებს სწორედ ქუთაისის განახლებული აეროპორტიდან.

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში