ოპოზიცია დღეიდან რეგიონებში გასვლით შეხვედრებს იწყებს

15 აპრილი 2021, 12:39 697 ნახვა

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები რეგიონებში გასვლით შეხვედრებს იწყებენ. 15 მაისს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით, პირველი შეხვედრა, დღეს 15 აპრილს კახეთში შედგება.დილიდან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან და თელავისკენ გაემართებიან. დაგეგმილია შეხვედრები, როგორც თელავში ასევე, მუნიციპალიტეტის სოფლებში.ცნობისთვის, ოპოზიცია, 15 მაისს, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას გამართავს. აქცია ოპოზიციურმა პარტიებმა 20 მარტს დააანონსეს და განაცხადეს, რომ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში