50 ათასი ლარი მწერსაჭერი ხაფანგებისთვის

04 მაისი 2021, 12:02 169 ნახვა

მავნე მწერებთან ბრძოლის მიზნით, აჭარის სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა შუახევის ტყეში 500  -მდე ხაფანგი განათავსეს. წიწვოვან მცენარეებში გავრცელებულია მავნებელი მბეჭდავი და კენწეროს ქერქიჭამია.  მათთან საბრძოლველად შუახევის ლაბორატორიაში სასარგებლო მწერებიც გამოჰყავთ, რომელსაც დაავადებულ მავნე მწერებთან ასახლებენ.  მწერსაჭერი ხაფანგების განთავსებისთვის 50 ათასი ლარი დაიხარჯება, ხოლო უკვე დაზიანებული ხეების სანიტარული ჭრებისთვის 360 ათასი ლარია გაწერილი. ამ თანხით აჭარის მუნიციპალიტეტის ნაძვნარებიდან გამხმარი ხეების გამოტანა და ადგილობრივ მოსახლეობაზე გადაცემა იგეგმება.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში