“ასტრაზენეკათი” აცრის ასაკი კვლავ 55 წელს ზევით რჩება - თამარ გაბუნია

04 მაისი 2021, 13:15 903 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, "ასტრაზენეკას" ვაქცინაზე დაწესებული ასაკობრივი ზღვარის გადახედვა ამ ეტაპზე არ იგეგმება, თუმცა თუ იქნება რეკომენდაციები ჯანმოს მხრიდან, ექსპერტთა ჯგუფი მასზე იმსჯელებს.

"ასტრაზენეკას" ასაკი ჩვენ 55 წელი შევარჩიეთ, მსგავსად ევროპის 10-12 ქვეყნისა.  იყო მსჯელობა კლინიკურ ჯგუფში, ისინი ჯერ ისევ იმ პოზიციაზე რჩებიან, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ "ასტრაზენეკასთვის" 55 წელს ზემოთ ასაკი, თუმცა თუ იქნება ინფორმაცია და რეკომენდაციები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან ექსპერტთა ჯგუფი ჩვენთანაც გადახედავს მას"-განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე განმარტებით, "სინოფარმზე" გამოყოფილი ადგილების რაოდენობა თბილისში შეივსო.

"ამ კვირაში კიდევ ვიმსჯელებთ და დავამატებთ დაწესებულებებს. "სინოფარმი" პოლიკლინიკურ დაწესებულებებშიც შეიძლება ჩატარდეს, რადგან მასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები პროგნოზულად ყველაზე ნაკლებია და პრაქტიკულად ანაფილაქსიის შემთხვევები არ არის გამოვლენილი.

დაემატება კიდევ ადგილები, რომ სწრაფად მოხდეს მოცვა"-განაცხადა გაბუნიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში