ბათუმის "დინამომ" თბილისის "დინამო" დაამარცხა

08 მაისი 2021, 22:49 901 ნახვა

15 წლიანი პაუზის შემდეგ, ბათუმის ახალ სტადიონზე, ბათუმის "დინამომ“ მოქმედ ჩემპიონს "დინამო თბილისს“ უმასპინძლა. გულშემატკივრები საყვარელ გუნდს, ქუჩაში სტადიონის შესასვლელთან დახვდნენ და შეძახილებით გაამხნევეს.

დაძაბულ შეხვედრაში მინიმალური ანგარიშით, ბათუმის "დინამომ" "დინამო თბილისი" 1-0 დაამარცხა. გუნდები ეროვნული ლიგის მე-12 ტურში შეხვდნენ ერთმანეთს.

თამაშის დაწყებიდან 42-ე წუთზე, პირველი გოლი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელმა ჯაბა ჯიღაურმა გაიტანა. 

არსებული რეგულაციების თანახმად, მატჩს  6 ათასი მაყურებელი ესწრებოდა.

12 ტურის შემდეგ ბათუმის "დინამოს" 25 ქულა აქვს და ეროვნულ ლიგას ლიდერობს. 25 ქულა აქვს თბილისის "დინამოს" თუმცა ურთიერთშეხვედერებში უკეთესი შედეგის გამო ბათუმელები ცხრილის სათავეში არიან.

შემდეგ შეხვედრას ბათუმის "დინამო" 12 მაისს სამტრედიაში გასვლაზე ითამაშებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში