ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაცია გრძელდება

09 მაისი 2021, 15:03 1436 ნახვა

ხულო- ზარზმის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები არ შეფერხებულა და აქტიურად მიმდინარეობს. - ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა. ირაკლი ქარსელაძის ინფორმაციით , სტრატეგიული გზის მშენებლობის დაჩქარების მიზნით სამუშაოები რამდენიმე ლოკაციაზე პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს. გზის ფერდობების გამაგრებასა და მოასფალტებას თითქმის ერთი წელია ახორციელებენ. ხულო - ზარზმის დამაკავშირებელი გზა 30 წელზე მეტია ამორტიზებულია და დაბალი გამავლობის ავტომობილებით გადაადგილება შეუძლებელია. ეს გზა გოდერძის უღელტეხილის გავლით აკავშირებს აჭარასა და სამცხე- ჯავახეთს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში