დაძაბული ვითარება ახლო აღმოსავლეთში

16 მაისი 2021, 20:09 261 ნახვა

გამოცემა Times of Israel​-ის ბოლო ინფორმაციით, ღაზას სექტორიდან ისრაელის ქალაქ აშკელონის მიმართულებით რამდენიმე რაკეტა გაუშვეს, რის შედეგადაც რამდენიმე შენობა დააზიანა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.ამავე გამოცემის მიხედვით, ღაზას სექტორიდან ისრაელის საზღვართან ახლოს მდებარე შენობებზე მორიგი თავდასხმა განხორციელდა, რა დროსაც ახალგაზრდობის ცენტრის შენობა მნიშვნელოვნად დაზიანდა.

აფეთქების მომენტში შენობა ცარიელი იყო და შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. აფეთქებამ ელექტროგადამცემი ხაზებიც დააზიანა, რის გამოც რამდენიმე დასახლებას ელექტროენერგია არ მიეწოდება.ბოლო მონაცემებით, კონფლიქტის დაწყებიდან 7 დღის განმავლობაში სულ ღაზაში ავიაიერიშების შედეგად 181 ადამიანი დაიღუპა, რომელთაგანაც 52 ბავშვია. ისრაელში კი დაპირისპირებას 10 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 2 ბავშვი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში