უნიკალური თევზის სახეობები საფრთხის ქვეშ

30 მაისი 2021, 20:15 1190 ნახვა

თევზჭერის პრობლემა და ეკოლოგიური საფრთხეები ხელვაჩაურში, მარადიდელები გვიყვებიან, რომ შუახევი ჰესის ოპერირების დაწყების შემდეგ, აიკრძალა არათუ თევზაობა, არამედ კონკრეტულ მონაკვეთებში ცურვაც კი, გარდა ამისა კომპანიამ თევზებისთვის ახალი წყალსაცავები მოაწყო, რაც უნიკალური ჯიშის თევზის გამრავლებას და ბუნებრივ პირობებში ყოფნას უშლის ხელს სპეციალისტები ამბობენ, რომ  კირნათისა და ერგეს ჰესები თევზსავალი გზების  გარეშე ფუნქციონირებს, რაც იხტიოფაუნის დაზიანებას იწვევს.

აჭარ-ენერჯიში კი მხოლოდ ის გვითხრეს, რომ კომპანია 3 თვეში ერთხელ გარემოს მონიტორინგს ახორციელებს  და ჰესის მშენებლობა გარემოზე უარყოფითად არ აისახა.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში