ცვლილება ბიუჯეტში

21 ივნისი 2021, 17:49 1636 ნახვა

13 მომხრე 4 წინააღმდეგი -  მთავარ ფინანსურ დოკუმენტში ცვლილებები შეტანილია. საბიუჯეტო კანონის პროექტი ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ წარადგინა. მისივე განცხადებით,  შემოსულობების ნაწილში რესპუბლიკური ბიუჯეტი 85 მილიონი ლარით იზრდება და მთლიანობაში 414 მილიონ ლარს აჭარბებს. მინისტრის განმარტებით, იზრდება ყველა მხარჯავი უწყებისა და ორგანიზაციის ბიუჯეტი. 10 მილიონი ლარი ემატება ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, რაც დაწყებულ ინფრასტრუქტურულ და სხვა  პროექტების განხორციელებაზე დაიხარჯება. 10 მილიონი ლარი ემატება განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტს, აქედან 3 მილიონ 500 ათასი ლარი სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციას მოხმარდება.

4 მილიონი ლარით გაზრდილი ბიუჯეტიდან სოფლის მეურნეობის სამინისტრო თანხის მნიშვნელოვან ნაწილს სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარებაზე დახარჯავს. რაც შეეხება მუნიციპალიტეტებს, მათი დაფინანსება კანონის პროექტით 51 მილიონი ლარით იზრდება და ინფრასტრუქტურულ პროგრამების გაგრძელებას ითვალისწინებს. ოპოზიციამ ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა და მიაჩნიათ, რომ მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული არ არის.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი