ნაგავსაყრელიდან ძაღლები თავშესაფარში გადაჰყავთ

08 ივლისი 2021, 18:32 1590 ნახვა

ბათუმის ნაგავსაყრელიდან ცხოველთა უფლებების დამცველებს ის ძაღლები გაჰყავთ, რომელთა მდგომარეობაც სავალალოა.

შინაურ ცხოველებს ამ ეტაპზე ბათუმის მერიის თავშესაფარში მოათავსებენ, დანარჩენების გაყვანა კი ეტაპობრივად მოხდება.

ცხოველთა დამცველების გაცხადებით, პრობლემების მოგვარებით შესაბამისი სამსახურებიც უნდა დაინტერესდნენ.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში