ძიუდოისტი ლაშა ბექაური ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალშია

28 ივლისი 2021, 09:51 1109 ნახვა

ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალში გავიდა. 90 კგ. წონითი კატეგორიის მეოთხედფინალში ბექაური უზბეკ დავლატ ბობონოვს დაუპირისპირდა და გამარჯვება იზეიმა.

ლაშას ილეთის განხორციელებისას ბობონოვმა თავი სახიფათოდ დაიცვა და მსაჯებმა უზბეკის მოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს.

ნახევარფინალში ბექაურის მეტოქე რუსი მიხაილ იგოლნიკოვი იქნება, რომელმაც ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილს მახრჩობელა ილეთით მოუგო.

ტოკიოში ნახევარფინალური შეხვედრები 12:00 საათიდან დაიწყება. 21 ქართველი პირველ წრეში თავისუფალი იყო. მეორე წრეში პოლონელ პიოტრ კუჩერას მოუგო. ამის შემდეგ მერვედფინალში ისრაელის ნაკრების წარმომადგენელ ლი კოჩმანი დაამარცხა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი