"ბუკინგზე" რეგისტრირებული კერძო სასტუმროების დაბეგვრა 1 ოქტომბრამდე გადაიდო

28 ივლისი 2021, 19:39 1432 ნახვა

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, 27 ივლისის ბრძანების თანახმად, ფიზიკურ პირები, რომლებიც საცხოვრებელ ბინებს booking.com-ის საშუალებით აქირავებენ, დამატებითი საკომისიოს 18%-ის გადახდის ვალდებულება პირველ ოქტომბრამდე აღარ ექნებათ.

2021 წლის პირველ ოქტომბრამდე შეჩერდა "გადასახადების ადმინისტრირების შესახებ" კანონში იმ მუხლის მოქმედება, რომლებიც უცხოელ დასაბეგრ პირს, სხვადასხვა ციფრული მომსახურების გაწევისას მიღებული შემოსავლის 18%-ის, ანუ დღგ-ს ბიუჯეტში გადახდას ავალდებულებდა, ანუ ის პირები რომლებიც არ სარგებლობდნენ მეწარმის სტატუსით შემოსავლების 36% ჩამოეჭრებოდათ.

მინისტრის ბრძანება ძალაში დღეიდან შევიდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი