სანდრო მამუკელაშვილი NBA-ს ჩემპიონ "მილუოკ ბაქსში" ითამაშებს

30 ივლისი 2021, 10:09 1871 ნახვა

ქართველი კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილი NBA-ში ითამაშებს. მისი ახალი გუნდი კი მოქმედი ჩემპიონი „მილუოკი ბაქსია“.

დრაფტზე მამუკელაშვილი 54-ე ნომრად „ინდიანა პეისერსმა“ აირჩია, მაგრამ ბითაძის გუნდმა ის „მილუოკი ბაქსს“ გაუცვალა.

მთლიანობაში სანდრო მამუკელაშვილი NBA-ში მეექვსე ქართველია ვლადიმერ სტეფანიას, ნიკოლოზ ცქიტიშვილის, ზაზა ფაჩულიას, თორნიკე შენგელიასა და გოგა ბითაძის შემდეგ. „

მილუოკის“ ისტორიაში სანდრო პირველი ქართველი არ არის: 2004-2005 და 2013-2015 წლებში ზაზა ფაჩულია „მილოუკის'' ღირსებას იცავდა.

მომდევნო სეზონიდან სწორედ გოგა და სანდრო ამერიკის ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ითამაშებენ.

შეგახსენებთ რომ მამუკელაშვილის ახალი კლუბი ''ბაქსი'' NBA-ს მოქმედი გამარჯვებულია. მილუოკელებმა ფინალურ დაპირისპირებაში ფინიქს სანსი 4:2 დაამარცხეს და ჩემპიონობა ისტორიაში პირველად მოიპოვეს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში