ქობულეთში ერთმანეთს ორი სატვირთო ავტომობილი შეეჯახა - არიან დაშავებულები 

30 ივლისი 2021, 10:26 3358 ნახვა

ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს სატვირთო ავტომობილები შეეჯახნენ. ერთ-ერთი ტრაილერი გზიდან გადავიდა და ამოტრიალდა. ავარიის დროს ორი ადამიანი დაშავდა. 

სასწრაფო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, მედიკოსებმა დაშავებული მძღოლები ქობულეთის კლინიკა ''ევექსში'' გადაიყვანეს. ორივე მათგანს სხეულის დაზიანებები აღენიშნებოდათ. 

ავარიის გამო, ავტომობილებით გადაადგილება შეფერხებული იყო. 

შემთხვევის ადგილას იმყოფებიან სამართალდამცველები. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში