საქართველოში მიწისძვრა მოხდა, ეპიცენტრი ისევ სოფელ სამებასთან იყო

16 აგვისტო 2021, 20:22 2775 ნახვა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისიდან დასავლეთით 24 კილომეტრში, სოფელ სამებასთან იყო.

პირველადი მონაცემებით, მიწისქვეშა ბიძგები 19:56 საათზე დაფიქსირდა და სიმძლავრემ 3.1 მაგნიტუდა შეადგინა. 

ბოლო 24 საათში საქართველოში მიწისქვეშა ბიძგები რამდენიმეჯერ დაფიქსირდა და მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელ სამებასთან იყო. სიძლიერით ყველაზე დიდი მიწისძვრა დღეს, გამთენიისას მოხდა, რომლის სიმძლავრემაც 5.1 მაგნიტუდა შეადგინა.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი