საბერძნეთი კვლავ ტყის ხანძრებს ებრძვის

24 აგვისტო 2021, 14:30 588 ნახვა

ტყის ხანძრებს ებრძვის  საბერძნეთი.  სტიქიის გამო ათენის მახლობლად მდებარე ორი სოფლიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში 85 მეხანძრე, ათობით ვერტმფრენი და თვითმფრინავი მონაწილეობს. ცეცხლის გავრცელებას ძლიერი ქარი უწყობს ხელს.

აგვისტოს დასაწყისიდან საბერძნეთში ხანძრის 500 მეტი კერა გაჩნდა, რის გამოც ათასობით ადამიანი იძულებული გახდა საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში