ჯო ბაიდენმა ევაკუაციის პროცესში მონაწილეებს მადლობა გადაუხადა

31 აგვისტო 2021, 09:45 587 ნახვა

ამერიკული მისიის ავღანეთში დასრულებას განცხადებით გამოეხმაურა შეერთებული შტატების პრეზიდენტი. ჯო ბაიდენმა ევაკუაციის პროცესში მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობა გაგრძელდება იმ ნებისმიერი ამერიკელისა და ავღანელი პარტნიორის უსაფრთხოდ გამოსაყვანად, რომლებსაც ავღანეთის დატოვება სურთ.

გაეროს უშიშროების საბჭო კი, მიღებული რეზოლუციით თალიბანს მოუწოდებს უზრუნველყოს უსაფრთხო გასასვლელი იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ავღანეთის დატოვება სურთ. რეზოლუციას მხარი 13-მა ქვეყანამ დაუჭირა, ხმის მიცემის დროს თავი შეიკავეს რუსეთმა და ჩინეთმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში