ენმ „ოცნებას“ წინასაარჩევნო მოსყიდვაში ადანაშაულებს

12 სექტემბერი 2021, 12:25 342 ნახვა

ნაციონალური მოძრაობა მმართველ პარტიას წინასაარჩევნოდ მოსყიდვაში და შანტაჟში ადანაშაულებს. რეზო ხარაზის განმარტებით, ხულოს საკრებულოს წევრს მერაბ ბოლქვაძეს პარტიის დატოვების სანაცვლოდ ოცნების ქალაქში ბინის მიღებას დაჰპირდნენ,ხარაზი ირწმუნება, რომ ყოფილ თანაგუნდელს ოცნების ქალაქში საცხოვრებელი აქვს და ახალი ფართის მიღება შესთავაზეს.

  ამბობს, რომ ქართული ოცნება წლებია წინასაარჩევნოდ ოცნების ქალაქით მანიპულირებს  და ამომრჩეველს ატყუებს, სწორედ ამ მიზნით დღემდე უცნობია ის კრიტერიუმები, რის საფუძველზეც ბინების გადაცემა უნდა მოხდეს.ხარაზი მმართველ პარტიას მოუწოდებს ამომრჩევლის მოსწყიდვა შეაჩეროს და აღნიშნული ფართები იმ სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადასცეს, რომლებსაც რეალურად ეკუთვნით.

თავად ყოფილი თანაგუნდელი მერაბ ბოლქვაძე ბრალდებას აბსურდულს უწოდებს, “ ქართულ ოცნებაში “ კი კომენტარს  ამ დრომდე არ აკეთებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი