საქართველოს უეფას დელეგაცია ეწვია

12 სექტემბერი 2021, 12:10 307 ნახვა

საქართველოში უეფას სპეციალური ჯგუფის ვიზიტი შედგა. ქვეყანა უეფას 21-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის მზადებას განაგრძობს. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს წარმომადგენლებმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საორგანიზაცო ჯგუფთან ერთად ის სტადიონები და სავარაუდო სავარჯიშო მოედნები დაათვალიერეს, სადაც გუნდები ვარჯიშებსა და ოფიციალურ მატჩებს გამართავენ.  2023 წელს, საქართველო და რუმინეთი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს უმასპინძლებს.

საქართველოში ჯგუფური ეტაპის მატჩებთან ერთად პლეიოფის შეხვედრები და ფინალური თამაში გაიმართება. 2023 წელს ევროპის 21 წლამდე ნაკრებთა  საუკეთესო ნაკრები ბათუმის ახალ სტადიონზე გამოვლინდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში