ჩაქვში ახალი სარაგბო ინფრასტრუქტურის მოწყობა იწყება

15 სექტემბერი 2021, 13:52 472 ნახვა

აჭარაში რაგბის სტადიონების მშენებლობა იწყება. სარაგბო ინფრასტრუქტურის მოწყობა ჩაქვში იგეგმება, სადაც დღეს მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია გაიმართა.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, წელს დაიწყება 3 ახალი სარაგბო სტადიონის მშენებლობა და ჯამში აჭარას დაემატება 6 ახალი რაგბის მოედანი.

"მნიშვნელოვანი დღეა რაგბისთვის და მთლიანად აჭარისთვის, ვინაიდან ჩვენ ძალიან მალე გამოვეხმაურეთ საქართველოს მთავრობის, საქართველოს სარაგბო კავშირის ინიციატივას, საქართველოში 100 ახალი სარაგბო ლოკაციის მშენებლობასთან დაკავშირებით.

დღეს, ჩაქვში დაიწყო ახალი სარაგბო მოედნის მშენებლობა. აჭარაში ვგეგმვათ, რომ აშენდეს 6 რაგბის ახალი მოედანი, რომელიც იქნება ხელშეწყობა, ახალი სტიმული, როგორც მოქმედი მორაგბეებისთვის, ასევე აღსაზრდელებისთვის. დარწმუნებული ვარ, ბევრ წარმატებას მიაღწევს  სპორტის ეს სახეობა, ჩვენი მორაგბეები საერთაშორისო ასპარეზზე. ეს არის გაგრძელება იმ  დიდი საქმის, რომელსაც თავის დროზე ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ფონდი ,,ქართუს'' მეშვეობით ჩაუყარა საფუძველი. ჩვენ ყველანი ვცდილობთ, რომ ეს ძალიან მაგარი საქმე  გაგრძელდეს, შენდებოდეს ახალი მოედნები და კიდევ უფრო მეტი წარმატება ჰქონდეს რაგბის სახეობას"- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი