ე.წ. „სუსის ფაილები“ - ეჭვები და ბრალდებები

15 სექტემბერი 2021, 19:47 1135 ნახვა

გავრცელებული ფარული ჩანაწერები, რომელშიც სასულიერო პირები და ძირითადად მაღალი იერარქები ფიგურირებენ, მე-3 დღეა ქვეყანაში მთავარი თემაა. ვინ ვის უსმენს და ვინ როგორ მოქმედებს, ურთიერთბრალდებები მძიმეა. მღვდელმთავართა ნაწილი პროცესს ეკლესიაზე შეტევას უწოდეს და მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებს. კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის მუხლით დაიწყო გამოძიება, გავრცელებულ ფაილებზე პროკურატურამ. მთავრობის მეთაური კი ამბობს, რომ მუშავდება ყველა ვერსია ვინ შეიძლება იდგას უკანონო მიყურადების მიღმა,რომელთა ავთენტურობა ჯერ-ჯერობით არ დასტურდება. თვალთვალის ჩანაწერების სავარაუდო გავრცელების სურვილთან დაკავშირებით ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა" და პარტიაში "საქართველოსთვის." მმართველი პოლიტიკური პარტია კი დაგეგმილ პროვოკაციებზე საუბრობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში