ირაკლი კობახიძე გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე პასუხისმგებლობას გიორგი გახარიას აკისრებს

16 სექტემბერი 2021, 11:48 204 ნახვა

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე პასუხისმგებლობას გიორგი გახარიას აკისრებს. ამის შესახებ განცხადება მან იმედის ეთერით გააკეთა.

მისი განმარტებით, ჩანაწერები თუ კი ისინი ავთენტიკურია იმ პერიოდშია გაკეთებული, როცა ქვეყნის პრემიერი სწორედ გიორგი გახარია იყო. 

"საუბარია იმ ავთენტურ თუ არავთენტურ ჩანაწერებზე, რომლებიც უკავშირდება 2019-2021 წლების პერიოდს. როცა ის იყო პრემიერი, როცა ეს სფერო ჩაბარებული ჰქონდა მისი გუნდის ორ წევრს სუს-ის უფროსის მოადგილეს და მეორე უწყების ხელმძღვანელს ასეთ დროს ისრები რომ სხვაგან გადაგაქვს ეს ცალკე კომიკური მოვლენაა.

მის ღირებულებებზე საუბარი არ ღირს, მელიასთვის გადამდაგრ კაცზე როცა არის საუბარი იქ ბუნებრივია ყველაფერი დღესავით ნათელია"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ გადაცემა "პირისპირ"- ის ეთერში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი