ბევრჯერ ყოფილა ოპერატორები უკან-უკან მიდიან, მაჩვენეთ კადრი სადაც ჩანს, რომ გადააგდეს - კალაძე

16 სექტემბერი 2021, 12:55 736 ნახვა

მეორედან არა, სახურავიდან გადმოაგდეს. დაამძიმეთ, დაამძიმეთ, უფრო საინტერესოა, არასერიოზულად იქცევით. ბიჭი მიდიოდა უკან-უკან იღებდა, ბევრჯერ ყოფილა ჩემი თანდასწრებითაც ოპერატორები უკან-უკან მიდიან. მაჩვენეთ კადრი, სადაც ჩანს, რომ გადააგდეს. იმდენ სისულელეს საუბრობთ ერთმანეთს ეჯიბრებით, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა „მთავარი არხის“ ოპერატორზე საუბრისას განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, „მთავარი არხის“ ოპერატორი მეორე სართულიდან შემთხვევით გადმოვარდა.

„როცა გეუბნებიან გადი, არ ვიძლევი ინტერვიუსო, უნდა გახვიდე და დაიცვათ ადამიანის უფლებები. მე თუ გეტყვით, არ მაქვს სურვილი მოგცეთ ინტერვიუ, კეთილი უნდა ინებოთ და გაჩერდეთ. რატომ უნდა იძალადოთ ჩემზე. ძალადობას ამართლებთ თქვენ, მთელი ეს წლები მოწოდებებს აკეთებთ ძალადობაზე სიძულვილის ენით, თქვენ ხართ პირველები, ვინც სიძულვილის ენით აღვივებთ შუღლს, ძალადობას. თუ რაიმე ცუდი არსებობს ამ ქვეყანაზე ყველაფრის საფუძველი და საძირკველი ხართ თქვენ“, – მიმართა კალაძემ „მთავარი არხის“ ჟურნალისტს.

მერობის კანდიდატის თქმით, ოპოზიციური ძალები ამ ინციდენტს წინასაარჩევნოდ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებენ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი