ვერასოდეს შევეგუები იმ მძიმე რეალობას, რომელსაც გავყავართ დასავლური სივრციდან - ნიკა მელია

23 სექტემბერი 2021, 21:07 784 ნახვა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა.

მელიამ მოსახლეობას არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა და განაცხადა რომ 2 ოქტომბერს სახელმწიფოს ბედი წყდება.

„ქართული ოცნება“, როგორც რეჟიმი, არის უკვე დამარცხებული, როგორც მოძალადე ერთობა, არის უკვე დამარცხებული. საქართველოს თითოეული მშვიდობიანი მოქალაქის წინააღმდეგ მოქნეული ხანჯალი, დანა, ნაჯახი და ა.შ. რასაც იყენებს ეს ხელისუფლება და ასე მიყენებული ჭრილობა მშვიდობიანი მოქალაქისთვის, არის ჩემი ჭრილობა. მე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში არ ვთამაშობ, ვარ ისეთი, როგორიც ვარ, ვარ გულანთებული და ვარ ალალი ადამიანი, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამ უნდა, რომ ამ ქვეყანას აღარ მართავდეს კანონიერ ქურდი, არ მართავდეს მორჩილი მოსამართლე, მორჩილი პროკურორი და დაბეჩავებული პოლიციის სამსახურები. ამ ბრძოლაში მე ვარ ასობით ათას საქართველოს მოქალაქესთან ერთად მხოლოდ იმიტომ, რომ ამ სახელმწიფოს ჰქონდეს მომავალი, არა რუსეთის ფედერაციასთან, არამედ ცივილიზებულ სამყაროსთან. ამ ბრძოლაში გულანთებულები ჩვენ ვართ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ შვილებს და შვილიშვილებს დავუტოვოთ შანსი, რომ მათ თავისი წილი აგური დადონ სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში. ვერასოდეს ვერ ავუვლი და ჩავუვლი გვერდს მოძალადეს, რომელიც ძალადობს მშვიდობიან მოქალაქეებზე, ბავშვებზე, ახალგაზრდებზე და ჭარმაგ ადამიანებზე.

ვერასოდეს შევეგუები ვერც ივანიშვილს, ვერც კობახიძეს, ვერც ღარიბაშვილს, რაც არ უნდა ზონდერები და კრიმინალები იყვნენ. რაც არ უნდა დაშანტაჟებული ადამიანები ჰყავდეთ ამ ქვეყანაში, ვერასოდეს შევეგუები იმ მძიმე რეალობას, რომლესაც გავყავართ დასავლური სივრციდან“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში