ტოჩინოშინმა აკი ბაშოზე ზედიზედ მეხუთედ მოიგო

24 სექტემბერი 2021, 14:14 345 ნახვა

ლევან გორგაძემ იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე საშემოდგომო ბაშოზე ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა და დადებით ბალანსზე გავიდა.

მე-13 საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინის მეტოქე კაგაიაკი იყო, რომელიც უვატეტნაგეს ილეთით დაამარცხა. ქართველ მე-12 მაგაშირას 7 გამარჯვება და 6 მარცხი აქვს.

ლევანს დარჩენილი 2 ორთაბრძოლიდან მინიმუმ ერთი გამარჯვება სჭირდება დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად. აკი ბაშოს მე-14 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-2 მაეგაშირა კირიბაიამა იქნება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი