საქართველოში კორონავირუსის 1929 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 33 პაციენტი

29 სექტემბერი 2021, 10:39 869 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 1929 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაიცვალა კიდევ 33 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 1914 პირი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 32 522 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 251 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 271 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.93%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.16% ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.82%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 929 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 659 შემთხვევა, აჭარა - 96, იმერეთი - 363, ქვემო ქართლი - 147, შიდა ქართლი - 90, გურია - 56, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 155, კახეთი - 286, მცხეთა-მთიანეთი - 37, სამცხე-ჯავახეთი - 33, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 19 521.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში