საქართველოს და საფრანგეთის პრეზიდენტების შეხვედრა

29 სექტემბერი 2021, 12:38 744 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა სამუშაო ვიზიტი საფრანგეთში პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრით დაასრულა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს და საფრანგეთის პრეზიდენტებმა ტრიუმფალურ თაღთან უცნობი ჯარისკაცის საფლავთან საფრანგეთისათვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას მიაგეს პატივი. ცერემონიაზე შესრულდა საქართველოს და საფრანგეთის სახელმწიფო ჰიმნები, პრეზიდენტებმა გვირგვინით შეამკეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საფრანგეთისთვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას. ცერემონიის შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა და ემანუელ მაკრონმა შეხვედრა გამართეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში