PFIZER-ი 5- დან 11 წლამდე ბავშვების ასაცრელად ემზადება

29 სექტემბერი 2021, 15:33 765 ნახვა

კომპანია ფაიზერი აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ხარისხზე კონტროლის სამმართველოსგან კოვიდ-19-ის წინააღმდეგ მისი ვაქცინის 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენების ნებართვას ელოდება. ყველას 12 წლის ასაკიდან დაწყებული პრეპარატის ერთნაირ დოზას 30 მიკროგრამს უკეთებენ.  კომპანიის კვლევებში  2 ათას 268 უმცროსკლასელმა მიიღო მონაწილეობა.ჯგუფს, რომელიც ვაქცინას ღებულობდა,  ორი დოზის სქემით 10 მიკროგრამს 21-დღიანი ინტერვალით უკეთებდნენ. ასეთი შემცირებული დოზირების მიუხედავად მეორე დოზის შემდეგ 5-დან 11-წლამდე ბავშვებში ანტისხეულების დონე ისეთივე მაღალი იყო, როგორც მოზარდებსა და ახალგაზრდებში. გვერდითი ეფექტებიც ანალოგიური აღმოჩნდა, ტკივილი ნემსის გაკეთების ადგილზე, ცხელება და თავის ტკივილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში