ზოოკუთხე ცენტრალურ პარკს ტოვებს

30 სექტემბერი 2021, 20:10 2020 ნახვა

უკვე 3 წელია გადაწყვეტილია, რომ ზოოკუთხე ბათუმის ცენტრალური პარკიდან ბოტანიკურ ბაღთან გადავა. ახლა ბათუმელებისთვის მთავარი კითხვაა, რა იგეგმება გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე და ხომ არ არსებობს კორპუსების მშენებლობის რისკები.

აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული ცენტრის აჭარის წარმომადგენლებმა სოციალური გამოკითხვებიც ჩაატარეს და ფიქრობენ, რომ პარკის განვითარება მოქალაქეებმა თავად უნდა დაგეგმონ. ზოოპარკის ისტორია 1898 წლიდან იწყება.  ბათუმის ცხოველთა დაცვის საზოგადოებამ ახლანდელი ზოოკუთხის ადგილზე დააარსა ე.წ. მანეჟი, სადაც სხვადასხვა სახეობის ცხოველები ბინადრობდნენ: მაიმუნები, დათვები, ძაღლები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში