საქართველოში კორონავირუსის 4837 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 26 პაციენტი

13 ოქტომბერი 2021, 10:45 303 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 4837 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან გარდაიცვალა კიდევ 26 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 1586 პირი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 49 386 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 32 217, „პისიარ“ ტესტით – 17 169.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 9,79%, ბოლო 14 დღის – 6,95%, ბოლო 7 დღის – 8,52%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 645 195 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 605 581 გამოჯანმრთელდა, 9 332 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 1 889 200 აცრა, დღიურად აცრილია 6 837.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი