პარიზის გრანდ სლემის ფინალში 3 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს

17 ოქტომბერი 2021, 18:02 1169 ნახვა

პარიზში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში დღეს სამი ქართველი ასპარეზობს და სამივე მათგანს ფინალურ ბლოკში ვიხილავთ.

ტატო გრიგალაშვილი, რომელიც წონის და მთლიანად ტურნირის პირველი ნომერია,  ფინალში იაპონელ სპორტსმენს ტაკეში სასაკის შეხვდება.

ფინალურ ბლოკში  90კგ-ში ვიხილავთ ლუკა მაისურაძეს, რომელმაც რეპეშაჟში ავსტრიელ ბორჩაშვილს მოუგო და ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

დღეს გამომსვლელი მესამე ქართველი ონისე სანებლიძე მეოთხედფინალში რუმინელ ძიუდოისტთან დამარცხდა ,რეპეშაჟში ფრანგ ძიუდოისტს მოუგო და ფინალურ ბლოკში ისიც მესამე ადგილისთვის იბრძოლებს.

ცნობისთვის გუშინ პარიზის გრანდ სლემზე ეთერ ლიპარტელიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.ფინალური ბლოკი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში