ქობულეთის ''შუქურა'' თასის ნახევარფინალშია

28 ოქტომბერი 2021, 15:44 1406 ნახვა

ქობულეთის ''შუქურა'' საქართველოს დავით ყიფიანის თასის ნახევარფინალშია.

მეოთხედფინალური ეტაპის შეხვედრაში ''შუქურა'' გასვლაზე თბილისში ''გაგრას'' ესტუმრა და 1-2 დაამარცხა.

პირველი ნახევარი ფრედ 0-0 დასრულდა. 54-ე წუთზე კი ანგარიში ოთარ ფარულავამ გახსნა და ''გაგრა'' წინ გავიდა.  

72-ე წუთზე კი ცვლილებაზე შემოსულმა ლევან ინგოროყვამ მატჩში წონასწორობა აღადგინა.  10 წუთში კი გამარჯვების გოლი ჟუნინიო კაბრალმა გაიტანა და ''შუქურა'' შემდეგ ეტაპზე გაიყვანა.

დღეს 18:00 საათზე ბათუმის ''დინამო'' გასვლაზე ''ლოკომოტივს''  ნახევარფინალის საგზურისთვის დაუპირისპირდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში